Сообщения

Сообщения за октябрь, 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს გავააქტიურეთ წინა ტრენინგზე მიღებული ცოდნა, გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი, ვისწავლე სურათებისა და ვიდე მასალის ატვირთვა, საავტორო უფლებების დაცვა და საიტების ჩასმა ვებგვერდების მითითებით. აღნიშნული დამეხმარება პროექტის კეთების დროს, დავიცვა საავტორო უფლებები მოძიებული მასალების შემთხვევაში და სწორად მივუთითო ესათუის ჩემთვის საჭირო ვებგვერდი. გავეცანი ვებგვერდის შეფასების კრიტერიუმებს.

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანი პროექტის შეფასების სტრატეგიებს და მეთოდებს. შეფასების მეთოდები დამეხმარება პროექტზე მუშაობის დროს. გონებრივი იერიში, ჩეკლისტები, შეფასების რუბრიკები და სხვა აუცილებელი პირობა იქნება სწორად განვახორციელო აღნიშნული პროექტი.

მესამე დღის რეფლექსია.

        ინტელის ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით პროექტისათვის საჭირო კითხვების სტრატეგიებს, კერძოდ: სოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შწორად დასმას, რაც გარკვეულწილად მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობის დროს დამეხმარება სწორად დაიგეგმოს პროექტი და მივაღწიო დასახულ მიზანს. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა საიდან წარმოიქმნება ენერგია? თემატური კითხვები როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები ენერგიის შესაქმნელად? შინაარსობრივი კითხვები რა არის ბუნებრივი რესურსები?   რას ხმარდება ბუნებრივი რესურსები?

მეორე დღის რეფლექსია

სასწავლო პროცესის პროექტებით სწავლების სრულყოფილად წარმართვისათვის, მნიშვნელოვანია ბუკლეტების მომზადების ცოდნა. ამ ტრენინგზე გავიგე ბუკლეტების შექმნის ტექნიკა, აღნიშნულს გამოვიყენებ მოსწავლეებთან მუშაობის დროს, რაც საინტერესოს გახდის მათთვის სასწავლო პროცესს.

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგი ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ყველა პედაგოგისათვის, პირველ რიგში გავიცანით ტრენინგის მონაწილეები, გაგვეცნო ტრენერი. გავეცანი პროექტის სწავლების რესურსებს, გავეცანი შეფასების რუბრიკებს, პროექტებით სწავლებისა და მისი გამოყენების საჭიროებებს სასწავლო პროცესში, შევქმენი ბლოგი ტრენერის დახმარებით.