Сообщения

მე-9 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-9 დღეს მოვისმინეთ პროექტის პრეზენტაციები, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები. ბლოგზე მოვახდინეთ საპრეზენტაციო მასალის ატვირთვა. შევაჯამეთ ცხრა დღის შედეგები. მადლობა ტრენერს ქალბატონ შორენას გაწეული საქმიანობისათვის.

მე-8 დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია                                                         მე-8 დღის რეფლექსია ტრენინგის მე-8 დღეს გავეცანით ელექტრონული კითხვარის შექმნას და ატვირთვას გუგლ დრაივზე. ასევე შევისწავლეთ ბუკლეტის შექმნა და მისი ატვირთვა ბლოგზე. აღნიშნული ტრენინგი არის ძალიან საინტერესო და საჭირო, რომელიც დამეხმარება შემდგომ მუშაობაში სკოლაში. პროექტის გეგმა

მე-7 დღის რეფლექსია

  პროექტის გეგმა  ტრენინგის მე-7 დღეს გავეცანი დიფერენცირებული სწავლების თეორიებს,  თუ როგორ ჩავრთოთ პროექტში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, როგორ გადავუნაწილოთ პროექტში თითოეულ მოსწავლეს როლები მათი მაქსიმალურად ჩართვისათვის. ვისწავლე ლინკის განთავსება ბლოგზე.   აღნიშნული ტრენინგი დამეხმარება ჩემს მოსწავლეებთან სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის. 

მე-6 დღის რეფლექსია

მე-6 დღის რეფლექსია: გავეცანით პროექტის შეფასების კრიტერიუმებს, ასევე პროექტის კეთების პერიოდში წარმოქმნილ პრობლემების გადაჭრის გზებს და სტრატეგიებს. რა შედეგი მომცა აღნიშნულმა პროექტმა და ასე შემდეგ. პროექტის კეთების ეს მეთოდი დამეხმარება სკოლაში სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის ჩემს მოსწავლეებთან.

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს გავააქტიურეთ წინა ტრენინგზე მიღებული ცოდნა, გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი, ვისწავლე სურათებისა და ვიდე მასალის ატვირთვა, საავტორო უფლებების დაცვა და საიტების ჩასმა ვებგვერდების მითითებით. აღნიშნული დამეხმარება პროექტის კეთების დროს, დავიცვა საავტორო უფლებები მოძიებული მასალების შემთხვევაში და სწორად მივუთითო ესათუის ჩემთვის საჭირო ვებგვერდი. გავეცანი ვებგვერდის შეფასების კრიტერიუმებს.

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანი პროექტის შეფასების სტრატეგიებს და მეთოდებს. შეფასების მეთოდები დამეხმარება პროექტზე მუშაობის დროს. გონებრივი იერიში, ჩეკლისტები, შეფასების რუბრიკები და სხვა აუცილებელი პირობა იქნება სწორად განვახორციელო აღნიშნული პროექტი.

მესამე დღის რეფლექსია.

        ინტელის ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით პროექტისათვის საჭირო კითხვების სტრატეგიებს, კერძოდ: სოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შწორად დასმას, რაც გარკვეულწილად მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობის დროს დამეხმარება სწორად დაიგეგმოს პროექტი და მივაღწიო დასახულ მიზანს. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა საიდან წარმოიქმნება ენერგია? თემატური კითხვები როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები ენერგიის შესაქმნელად? შინაარსობრივი კითხვები რა არის ბუნებრივი რესურსები?   რას ხმარდება ბუნებრივი რესურსები?