ტრენინგის მე-9 დღეს მოვისმინეთ პროექტის პრეზენტაციები, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები. ბლოგზე მოვახდინეთ საპრეზენტაციო მასალის ატვირთვა. შევაჯამეთ ცხრა დღის შედეგები. მადლობა ტრენერს ქალბატონ შორენას გაწეული საქმიანობისათვის.
ინტელის ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით პროექტისათვის საჭირო კითხვების სტრატეგიებს, კერძოდ: სოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შწორად დასმას, რაც გარკვეულწილად მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობის დროს დამეხმარება სწორად დაიგეგმოს პროექტი და მივაღწიო დასახულ მიზანს. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა საიდან წარმოიქმნება ენერგია? თემატური კითხვები როგორ გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები ენერგიის შესაქმნელად? შინაარსობრივი კითხვები რა არის ბუნებრივი რესურსები? რას ხმარდება ბუნებრივი რესურსები?
ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანი პროექტის შეფასების სტრატეგიებს და მეთოდებს. შეფასების მეთოდები დამეხმარება პროექტზე მუშაობის დროს. გონებრივი იერიში, ჩეკლისტები, შეფასების რუბრიკები და სხვა აუცილებელი პირობა იქნება სწორად განვახორციელო აღნიშნული პროექტი.
ტრენინგის მეხუთე დღეს გავააქტიურეთ წინა ტრენინგზე მიღებული ცოდნა, გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი, ვისწავლე სურათებისა და ვიდე მასალის ატვირთვა, საავტორო უფლებების დაცვა და საიტების ჩასმა ვებგვერდების მითითებით. აღნიშნული დამეხმარება პროექტის კეთების დროს, დავიცვა საავტორო უფლებები მოძიებული მასალების შემთხვევაში და სწორად მივუთითო ესათუის ჩემთვის საჭირო ვებგვერდი. გავეცანი ვებგვერდის შეფასების კრიტერიუმებს.
Комментарии
Отправить комментарий