ტრენინგის მე-9 დღეს მოვისმინეთ პროექტის პრეზენტაციები, გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები. ბლოგზე მოვახდინეთ საპრეზენტაციო მასალის ატვირთვა. შევაჯამეთ ცხრა დღის შედეგები. მადლობა ტრენერს ქალბატონ შორენას გაწეული საქმიანობისათვის.
მოსწავლის პრეზენტაცია მე-8 დღის რეფლექსია ტრენინგის მე-8 დღეს გავეცანით ელექტრონული კითხვარის შექმნას და ატვირთვას გუგლ დრაივზე. ასევე შევისწავლეთ ბუკლეტის შექმნა და მისი ატვირთვა ბლოგზე. აღნიშნული ტრენინგი არის ძალიან საინტერესო და საჭირო, რომელიც დამეხმარება შემდგომ მუშაობაში სკოლაში. პროექტის გეგმა
პროექტის გეგმა ტრენინგის მე-7 დღეს გავეცანი დიფერენცირებული სწავლების თეორიებს, თუ როგორ ჩავრთოთ პროექტში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, როგორ გადავუნაწილოთ პროექტში თითოეულ მოსწავლეს როლები მათი მაქსიმალურად ჩართვისათვის. ვისწავლე ლინკის განთავსება ბლოგზე. აღნიშნული ტრენინგი დამეხმარება ჩემს მოსწავლეებთან სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის.
მე-6 დღის რეფლექსია: გავეცანით პროექტის შეფასების კრიტერიუმებს, ასევე პროექტის კეთების პერიოდში წარმოქმნილ პრობლემების გადაჭრის გზებს და სტრატეგიებს. რა შედეგი მომცა აღნიშნულმა პროექტმა და ასე შემდეგ. პროექტის კეთების ეს მეთოდი დამეხმარება სკოლაში სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის ჩემს მოსწავლეებთან.